ჰალუცინაციური სინდრომი (ჰალუცინოზი) hallucinosis

ჰალუცინაციური სინდრომი (ჰალუცინოზი) – ვლინდება უხვი ჰალუცინაციებით საკმაოდ ხანგრძლივი დროის განმავლობაში და მიმდინარეობს გონების დაკარგვის გარეშე. წარმოიქმნება შიზოფრენიის, ცენტრალური ნერვული სისტემის ორგანული და სისხლძარღვოვანი დაავადებების, სიმპტომური ფსიქოზების, ინტოქსიკაციების, ეპილეფსიის დროს. განასხვავებენ სმენით, მხედველობით და ტაქტილურ ჰალუცინოზებს.სმენითი ჰალუცინოზის დროს წარმოიქმნება ვერბალური ჰალუცინაციები მონოლოგის ან დიალოგის სახით; აღქმის მცდარობა ატარებს კომენტირებად ან იმპერატიულ ხასიათს. უკანასკნელ შემთხვევაში შესაძლებელია სუიციდური მცდელობები, ასევე აგრესიის აქტები გარშემომყოფთა მიმართ. დაავადებას განვითარების პროცესში არაიშვიათად ერთვის ყნოსვითი ჰალუცინოზი; აღინიშნება აგრეთვე ჰალუცინატორული სინდრომისტრანსფორმაცია პარანოიდალურში.  Read the rest of this entry »