კრიპტორქიზმი cryptorchi(d)ism
კრიპტორქიზმი - სათესლე ჯირკვლის გაჩერება მუცლის ღრუში ან საზარდულის არეში. მუცელშიგა განვითარების IV თვეზე სათესლე ჯირკვალი მთლიანად ფორმირებულია; მეხუთე თვეზე იგი აღწევს საზარდულის არხის შიგა ხვრელს, VII-VIII თვეზე – სათესლე პარკის ძირს. ახალშობილების 95%-ში იგი იკავებს ნორმალურ მდებარეობას, ერთი თვის შემდეგ ნორმალური მდებარეობა აღინიშნება ახალშობილთა 99%-ში. კრიპტორქიზმის შემთხვევების 1/3 ატარებს ცრუ ხასიათს: მოძრავი სათესლე ჯირკვალი ადვილად გადაინაცვლებს საზარდულის არხში, გამოკვლევისას იგი თავისუფლად ეშვება სათესლე პარკში.
Комментариев нет:
Отправить комментарий