воскресенье, 17 марта 2013 г.

ლაპარასკოპია

ამერიკელი ლაპარასკოპისტები ჩაატარებენ ურთულეს ლაპარასკოპიულ ოპერაციებს მუცლის ღრუს ორგანოებზე – გურამ ქარაზანაშვილის კლინიკაში

 .. ”თანამედროვე სამედიცინო ტექნოლოგიები” კლინიკაში  21-30 მარტს მაღალკვალიფიციური ამერიკელი ლაპარასკოპისტები ჩაატარებენ ურთულეს ლაპარასკოპიულ ოპერაციებს მუცლის ღრუს ორგანოებზე. კლინიკა აღჭურვილია უახლესი  სამედიცინო  აპარატურით, პერსონალი დაკომპლექტებულია საუკეთესო სპეციალისტებით. კლინიკის პრიორიტეტია საერთაშორისო სტანდარტებით გათვალისწინებული მკურნალობის უმაღლესი ხარისხი და მაღალი დონის  მომსახურება  ყველაზე ხელმისაწვდომ ფასად. დაწვრილებით იხილეთ >>>>

вторник, 5 февраля 2013 г.

пятница, 11 января 2013 г.

კრიპტორქიზმი


კრიპტორქიზმი cryptorchi(d)ism

კრიპტორქიზმი - სათესლე ჯირკვლის გაჩერება მუცლის ღრუში ან საზარდულის არეში. მუცელშიგა განვითარების IV თვეზე სათესლე ჯირკვალი მთლიანად ფორმირებულია; მეხუთე თვეზე იგი აღწევს საზარდულის არხის შიგა ხვრელს, VII-VIII თვეზე – სათესლე პარკის ძირს. ახალშობილების 95%-ში იგი იკავებს ნორმალურ მდებარეობას, ერთი თვის შემდეგ ნორმალური მდებარეობა აღინიშნება ახალშობილთა 99%-ში. კრიპტორქიზმის შემთხვევების 1/3 ატარებს ცრუ ხასიათს: მოძრავი სათესლე ჯირკვალი ადვილად გადაინაცვლებს საზარდულის არხში, გამოკვლევისას იგი თავისუფლად ეშვება სათესლე პარკში.
 კრიპტორქიზმი

ნაღველკენჭოვანი დაავადება


ნაღველკენჭოვანი დაავადება cholelithiasis

ნაღველკენჭოვანი დაავადება - დაავადება, რომელიც განპირობებულია ნაღვლის ბუშტშიკენჭის წარმოქმნით; იშვიათად კენჭები წარმოიქმნება  ღვიძლისა და ნაღვლის სადინრებში. 40 წლის ზევით კენჭები აღინიშნება ქალების 32%-ში და მამაკაცების 16%-ში. შემთხვევათა 30%-ში აღინიშნება ნაღვლის დაინფიცირება. კენჭწარმოქმნას საფუძვლად უდევს წონასწორობის დარღვევა ნაღვლის სტაბილიზატორებსა (ნაღვლის მჟავეები და ლეციტინი) და მათში გახსნილი ნივთიერებების რაოდენობას შორის (კალციუმის კარბონატი, ბილირუბინი და ქოლესტერინი).
 ნაღველკენჭოვანი დაავადება
ნაღველკენჭოვანი დაავადება - სიმპტომები, მიმდინარეობა. ნაღველკენჭოვანი დაავადების უსიმპტომო მიმდინარეობა საკმაოდ იშვიათია. როგორც წესი, უმრავლეს შემთხვევაში იგი იწყება ნაღვლის კოლიკის ან მწვავე ქოლეცისტიტის ტიპური შეტევებით. ოპერაციისშემდგომი ლეტალობა ნაღველკენჭოვანი დაავადების მქონე ავადმყოფთა შორის თითქმის 10-ჯერ დაბალია, ვიდრე მწვავე ქოლეცისტიტის დროს. ნაღველკენჭოვანი დაავადება წარმოადგენს ჩვენებას ოპერაციის ჩატარებისათვის, ვინაიდან ოპერაცია გართულების წარმოქმნამდე ნაკლებ სახიფათოა. ნაღველკენჭოვანი დაავადების გართულება განპირობებულია ინფექციის თანდართვით, ან კენჭის მიგრაციით, ან მათი კომბინირებით. ქოლედოქოლითიაზი შესაძლებელია გართულდეს პაპილიტით, ფატერის დვრილის ნაწიბუროვანი სტრიქტურის განვითარებით. Read the rest of this entry »