ნაღველკენჭოვანი დაავადება cholelithiasis

ნაღველკენჭოვანი დაავადება - დაავადება, რომელიც განპირობებულია ნაღვლის ბუშტშიკენჭის წარმოქმნით; იშვიათად კენჭები წარმოიქმნება  ღვიძლისა და ნაღვლის სადინრებში. 40 წლის ზევით კენჭები აღინიშნება ქალების 32%-ში და მამაკაცების 16%-ში. შემთხვევათა 30%-ში აღინიშნება ნაღვლის დაინფიცირება. კენჭწარმოქმნას საფუძვლად უდევს წონასწორობის დარღვევა ნაღვლის სტაბილიზატორებსა (ნაღვლის მჟავეები და ლეციტინი) და მათში გახსნილი ნივთიერებების რაოდენობას შორის (კალციუმის კარბონატი, ბილირუბინი და ქოლესტერინი).
 ნაღველკენჭოვანი დაავადება
ნაღველკენჭოვანი დაავადება - სიმპტომები, მიმდინარეობა. ნაღველკენჭოვანი დაავადების უსიმპტომო მიმდინარეობა საკმაოდ იშვიათია. როგორც წესი, უმრავლეს შემთხვევაში იგი იწყება ნაღვლის კოლიკის ან მწვავე ქოლეცისტიტის ტიპური შეტევებით. ოპერაციისშემდგომი ლეტალობა ნაღველკენჭოვანი დაავადების მქონე ავადმყოფთა შორის თითქმის 10-ჯერ დაბალია, ვიდრე მწვავე ქოლეცისტიტის დროს. ნაღველკენჭოვანი დაავადება წარმოადგენს ჩვენებას ოპერაციის ჩატარებისათვის, ვინაიდან ოპერაცია გართულების წარმოქმნამდე ნაკლებ სახიფათოა. ნაღველკენჭოვანი დაავადების გართულება განპირობებულია ინფექციის თანდართვით, ან კენჭის მიგრაციით, ან მათი კომბინირებით. ქოლედოქოლითიაზი შესაძლებელია გართულდეს პაპილიტით, ფატერის დვრილის ნაწიბუროვანი სტრიქტურის განვითარებით. Read the rest of this entry »