წინამდებარე ჯირკვლის ადენომა

წინამდებარე ჯირკვლის ადენომა – წინამდებარე ჯირკვლის კეთილთვისებიანი სიმსივნე. დაავადების წარმოშობაში მნიშვნელოვან როლს ასრულებს ჰორმონული ცვლის ინვოლუცია ხანდაზმულ ასაკში. რიგ შემთხვევებში მნიშვნელობა აქვს მემკვიდრეობით ფაქტორს, ცხოვრებისა და მუშაობის რეჟიმს. ჯირკვალში განვითარებული ცვლილებები აფერხებენშარდის ბუშტის დაცლას; ვითარდება შარდის ბუშტის კუნთოვანი შრის ჰიპერტროფიითა, ტრაბეკულებისა და დივერტიკულების წარმოქმნით. დეკომპენსაციის დროს შარდის ბუშტში გროვდება ნარჩენი შარდი; ბუშტში წნევის მომატება იწვევს ბუშტ-შარდსაწვეთის რეფლუქსს. შარდის შეკავება,  დივერტიკულებისა და ტრაბეკულების განვითარება ხელს უწყობენ შარდის დაინფიცირებასა და შარდის ბუშტში კენჭების წარმოქმნას.
 წინამდებარე ჯირკვლის ადენომა